Tuesday, December 2, 2014

მეცხრე დღე

დავასრულეთ პროექტზე მუშაობა,   დავხვეწეთ ჩვენი პორტფოლიოები, ვისწავლეთ საქაღალდეების ატვირთვა გუგლი დრაივში  და მივაბით ჩვენს    ბლოგებს               . ძალიან საინტერესო იყო ჩვენს ტრენერთან მუშაობა რისთვისაც  დიდ მადლობას ვუხდი.

მერვე დღე

დეტალურად  აღვწერეთ  პროექტის გეგმის აქტივობები, განვიხილეთ დიფერენცირებული  სწავლების მეთოდები და მიდგომები, ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა    სტილზე,  განვიხილეთ თითოეული და შევიმუშვეთ დიფერენცირებული სწავლის მეთოდები ჩვენი პროექტისათვის.

Monday, November 17, 2014

მეშვიდე დღე

დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, დავწერეთ მეთოდები და ინსტრუმენტები შეფასების დროის ჩარჩოსთვის. განვსაზღვრეთ რომელს გამოვიყენებდით პროექტზე მუშაობის კონკრეტულ ეტაპზე. შევარჩიეთ შესაბამისი შეფასების ფორმები. წყვილებში ჩამოვწერეთ პროექტში განხორციელებადი აქტივობების ჩამონათვალი.
ტრენერის დახმარებით ძალიან მომეწონა იდეა, რომელიც ითვალისწინებს  ჩემი პროექტიდან ,,კაცია ადამიანის''თანამედროვე პერონაჟების ინსცენირებას.

Sunday, November 9, 2014

მეექვსე დღე

ჩამოვწერე ჩემი პროექტის აქტივობები. გავეცანი შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.

მეხუთე დღე

გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშებს, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის ჩეკლისტი. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მომზადება

Sunday, November 2, 2014

მეოთხე დღე

განვიხილეთ მოდული ||-ის აქტივობა, რომელიც მოიცავდა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. ამ კითხვებიდან გამოვყავით ზოგადი,  შინაარსობრივი და
   თემატური კითხვები. ეს კითხვები მოვიფიქრე ჩემი პროექტისთვის.