Monday, November 17, 2014

მეშვიდე დღე

დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, დავწერეთ მეთოდები და ინსტრუმენტები შეფასების დროის ჩარჩოსთვის. განვსაზღვრეთ რომელს გამოვიყენებდით პროექტზე მუშაობის კონკრეტულ ეტაპზე. შევარჩიეთ შესაბამისი შეფასების ფორმები. წყვილებში ჩამოვწერეთ პროექტში განხორციელებადი აქტივობების ჩამონათვალი.
ტრენერის დახმარებით ძალიან მომეწონა იდეა, რომელიც ითვალისწინებს  ჩემი პროექტიდან ,,კაცია ადამიანის''თანამედროვე პერონაჟების ინსცენირებას.

Sunday, November 9, 2014

მეექვსე დღე

ჩამოვწერე ჩემი პროექტის აქტივობები. გავეცანი შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.

მეხუთე დღე

გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშებს, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის ჩეკლისტი. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მომზადება

Sunday, November 2, 2014

მეოთხე დღე

განვიხილეთ მოდული ||-ის აქტივობა, რომელიც მოიცავდა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. ამ კითხვებიდან გამოვყავით ზოგადი,  შინაარსობრივი და
   თემატური კითხვები. ეს კითხვები მოვიფიქრე ჩემი პროექტისთვის.

Saturday, November 1, 2014

მესამე დღე

განვიხილეთ მოდული ||-ის პირველი აქტივობა, პროექტების დაგეგმვა სტანდარტების გათვალისწინებით. შევიმუშავეთ ამოცანები და განახლებული ბლუმის ტაქსონომიის დახმარებით დავწერეთ პროექტის მიზნები.

მეორე დღე

ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობაზე და გავაკეთეთ პროექტის  საცნობარო ბუკლეტი.

პირველი დღე

                                                          
      გავეცანი ინტელის სასწავლო კურსს, შინაარსს,  რესურსებს,   ჩანიშვნებსა და  21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტის თითოეულ სტრუქტურას და  დეტალურად გავაანალიზეთ. ასევე  ვნახე ინტელის პროექტის შაბლონის ჩარჩო, განვიხილეთ მზა პროექტები, ვისწავლეთ ნავიგაცია სახელმძღვანელოში.  
      თითოეული  სტრუქტურის გაცნობა-გაანალიზება ძალიან საინტერესო იყო და იმედია კარგად   ავითვისებ.